დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ბლოგი

სტატია Artestudioს შესახებ ჟურნალ Entrepreneur Georgia_ს მარტის ნომერში

სტატია Artestudioს შესახებ ჟურნალ Entrepreneur Georgia_ს მარტის ნომერში

მე ქალი ENTREPRENEUR ვარ!მ “ერთ იდეას შეუძლია ყველაფერი შეცვალოს, არტეს გზა ლიდერობისკენ”

ნინო გიგინეიშვილისთვის არტე არ არის მხოლოდ ბიზნესი — ეს არის იდეა, რომელიც პრაქტიკული საჭიროებიდან დაიბადა და დღეს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად ჩამოყალიბდა.

არტე უნიფორმებისა და ბრენდირებული პრომო მასალების მწარმოებელია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას ერთ სივრცეში.

„როცა ამ სფეროში მუშაობა დავიწყე, მივხვდი, რამდენად რთული და დროში გაწელილი იყო ხარისხიანი პროდუქციის მიღება. კომპანიებს უწევდათ სხვადასხვა ლოკაციაზე წასვლა, რათა ბრენდირებული პროდუქციის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ადგილას შეეძინათ. სწორედ აქ დავინახე შესაძლებლობა—შევქმენით სივრცე, სადაც მომხმარებელი იღებს ყველაფერს ერთ ადგილზე, უმაღლესი ხარისხის მასალებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით,“ ამბობს ნინო.

არტეს კონცეფცია თავიდანვე ეფუძნებოდა მომსახურების გამარტივებას, ხარისხის მაღალ სტანდარტებსა და დროულ მიტანას. კომპანიის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს აღარ უწევს ლოჯისტიკისა და წარმოების პროცესზე ზედმეტი ფიქრი—ყველაფერი ხდება ონლაინ, მარტივად და მაქსიმალური კომფორტით.

ბიზნესის დაწყება ყოველთვის რისკია. ნინოსთვის ეს ნაბიჯი განსაკუთრებით დიდი გამოწვევა იყო, რადგან კონკურენცია ამ სფეროში საკმაოდ მაღალია.

„ბაზარზე უკვე არსებობდა ბევრი ძლიერი მოთამაშე, თუმცა ვიცოდი, რომ შევძლებდი რაღაც ახალი და განსხვავებული შემომეტანა. კონკურენცია ჩემთვის ყოველთვის მოტივატორია და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არტემ არამხოლოდ ფეხი აუწყო ბაზარს, არამედ ერთ-ერთი ლიდერი გახდა,“ ამბობს ის.

„თავიდან სულ სამი ადამიანი ვიყავით. არ გვქონდა დიდი ბიუჯეტი, მაგრამ გვქონდა მიზანი. ყოველ პროექტს ისე ვუდგებოდით, თითქოს ჩვენი კომპანიის მომავალი ამ ერთ შეკვეთაზე იყო დამოკიდებული. დღეს, როდესაც ვიხედები უკან, ვხედავ, რამდენად ღირდა თითოეული გათენებული ღამე და რამდენად ღირდა ის ძალისხმევა, რომელიც დასაწყისში ჩავდეთ.“

არტე დღეს უკვე არა მხოლოდ სტაბილური, არამედ მზარდი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ახალ შესაძლებლობებს ეძებს. „პრაქტიკით მიღებული გამოცდილება აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის ზრდისთვის. ჩვენ ვსწავლობდით პროცესში, ვუშვებდით შეცდომებს, ვასწორებდით მათ და ასე ვავითარებდით საკუთარ თავს. დღეს უკვე ვიცით, რომ ნებისმიერ გამოწვევას შევძლებთ, რადგან გვყავს ძლიერი გუნდი და გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების,“ ამბობს ნინო.

„ჩვენი ინსპირაცია ბედნიერი და კმაყოფილი მომხმარებელია. როცა ხედავ, რომ შენი პროდუქტი ამარტივებს და აუმჯობესებს ვინმეს საქმიანობას, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება,“ ამბობს ის.

მომავლის გეგმებზე საუბრისას ნინო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არტეს განვითარება არ ჩერდება. კომპანია გეგმავს საწარმოს გაფართოებას, ახალი დანადგარების დამატებას, ქსოვილების იმპორტის გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

„ჩვენ არ ვჩერდებით. გვინდა, რომ არტე არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გახდეს აღიარებული ბრენდი. ამ მიზნისთვის ყოველდღიურად ვმუშაობთ და მჯერა, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ.“