გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის მხარდაჭერით და სიმენსის კეთილსინდისიერების ინიციატივის გრანტის ფარგლებში ბიზნესის კეთილსინდისიერების და შესაბამისობის 10 საათიანი კურსი ჩატარდა.
ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა გაგვიზიარეს ეთიკური ბიზნეს პრაქტიკების და კოლექტიური ქმედებების სტრატეგიები და საუკეთესო პრაქტიკები.