დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

divider

ჩვენ ვართ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სარეკლამო კომპანია “არტე”, რომელიც გთავაზობთ ბრენდირებულ პროდუქციას თქვენი კომპანიისთვის.


”არტე”-ს საკმაოდ ბევრი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ბაზარზე გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ტარიფებით და მაღალი პასუხისმგებლობით. ‘’არტე’’-ს პროდუქცია იწარმოება საქართველოში და მთლიანი მომსახურება ერთ სივრცეშია გაერთიანებული, რაც მოიცავს სამკერვალოს და ბრენდირებისთვის განკუთვნილ დანადგარებს. ”არტე” გამოირჩევა ხარისხისით და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, რომელიც აღნიშნულ საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვცდილობთ მომხმარებლებს შევუქმნათ ყველა პირობა, რომელიც ხარისხის და ფასის ჭრილში განიხილება. გვაქვს გამოცდილება დიდი პროექტების და ვთანამშრომლობთ არაერთ მსხვილ კომპანიასთან.


აღსანიშნავია, რომ მიღებული პროექტის ხარისხი და დროული ჩაბარება კონტროლდება მაღალკვალიფიციული თანამშრომლების მეშვეობით, რომლებიც მუდმივად ცდილობენ საუკეთესო პროდუქტის შეთავაზებას დამკვეთისთვის.
ჩვენთან პროდუქციის დამზადება შეგიძლიათ სხვადახვა თანამედროვე დანადგარებით, მათ შორის:
🔻 უახლესი სამკერვალო დანადგარებით;
🔻 ტრაფარეტული ბეჭდვა ე.წ “შოლკოგრაფია;”
🔻 DTF დანადგარით ბეჭდვა;
🔻 სუბლიმაციური ბეჭდვა;
🔻 UV პრინტერით ბეჭდვა და სხვა.
რას გთავაზობთ?
🔻 სამკერვალო მომსახურება;
🔻 პრომო პროდუქცია;
🔻 ბრენდირებული საჩუქრები;
🔻 შესაფუთი პროდუქცია;
🔻 გრაფიკული დიზაინი;
🔻 ოფისისთვის საჭირო აღჭურვილობა;
🔻 უნიფორმების წარმოება;
🔻 ფართოფორმატიანი ბეჭდვა;
🔻 პოლიგრაფია;
🔻 გარე რეკლამა;
🔻 ინტერიერის გაფორმება;
🔻 მანქანების ბრენდირება;
🔻 სარეკლამო კონსტრუქციები და სხვა.

კონტაქტი ჩვენს შესახებ