HR hub-ის ორგანიზებით, 18 ნოემბერს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers–ში გაიმართა ყოველწლიური “HR კორპორატიული მარკეტი”, სადაც Artestudio ღონისძიების მონაწილე კომპანია იყო.
ჩვენს სტენდთან სტუმრებმა:
გაიცნეს არტეს წარმოებული პროდუქცია
მიიღეს დეტალური ინფორმაცია სერვისებისა და ასორტიმენტის შესახებ
მონაწილეობა მიიღეს საჩუქრების გათამაშებაში
ამავე დღეს გავათამაშეთ არტეს საჩუქრები და დავასაჩუქრეთ გამარჯვებულები!
განსაკუთრებული მადლობა HR HUB-ს შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის და მადლობა არტეს სტენდთან მოსულ ყველა სტუმარს დაინტერესებისა და აქტიურობისთვის!